საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანია EF Georgia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს - ინტერვიუ როკი ჩირგაძესთან

ინტერვიუ 01 Jun 2022 15:30

EF-Education first საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანიაა, რომელიც ახალგაზრდებისთვის საინტერესო სხვადასხვა უცხო ენის შესწავლის, საგანმანათლებლო მოგზაურობის, აკადემიური ხარისხის პროგრამებისა და კულტურულ გაცვლაში სპეზიალიზირებული პროგრამებითაა მიმზიდველი. კომპანია შთამბეჭდავი ისტორია აქვს. ის 1965 წელს დაარსდა შვედეთის საუნივერსიტეტო ქალაქ ლუნდში. კომპანიას წარმოამდგენლობა საქართველოშიც გააჩნია, რომლესაც ახალი დირექტორი ჰყავს.


ინტერნეტგამოცემა „მხარეს“  საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანია EF Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი როკი ჩირგაძე ესაუბრა:


_როკი, გვიამბეთ კომპანიაზე. რა აქტოვობებს ახორციელებს?


_ პროგრამა, რომელიც  კომპანია EF Georgia-ს მიერ ხორციელდება, პრაქტიკა აჩვენებს ,რომ არის პროდიქტიული და ეფექტური. ის ითვალისწინებს უამრავ პროგრამას, რომელშიც ჩართვა შესაძლებელია 10 წლიდან და ასაკი არის შეუზღუდავი. კურსის ხანგრძლივობა იყოფა კვირების მიხედვით, ხოლო პროგრამები იყოფა 5 ძირითად ნაწილად. კერძოდ:

10/14 წლის მოზარდებისთვის;

14/18 წლამდე თინეიჯერებისთვის;

18/25 წლის ახალგაზრდებისთვის;

25/--- ზემოთ...

ასევე, პროგრამები მოქმედებს სხვადასხვა კომპანიებისთვის, რისი ნახვაც შესაძლებელია, როგორც ჩვენს Facebook  გვერდზე, ასევე კომპანიის  ვებ-გვერდზე.


სწავლის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება: ინგლისში, აშშ, კანადაში, მალტაზე, ირლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, სამხრეთ ამერიკაში, ესპანეთში, კოსტარიკაში, იტალიაში, ჩინეთში, იაპონიასა  და კორეაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ EF-ferst education აძლევს სტუდენტებს უდიდეს შესაძლებლობას, რომ მიიღო სრულფასოვანი განათლება და პრაქტიკა ნებისმიერი ენის მიმართულებით.


_ვიდრე კომპანიის დირექტორის პოზიციას დაიკავებდით, რა ტიპის ურთიერთობის გამოცდილება გქონდათ აღნიშნულ კომპანიასთან? რით გახდა თქვენთვის მიმზიდებლი?


_როდესაც თავადვე სრულყოფილად გადავწყვიტე ენის შესწავლა საზღვარგარეთ, სიმართლე გითხრათ გამიჭირდა სრულყოფილი, სანდო კომპანიის აღმოჩენა. ძიების პროცესში,  შემთხვევით აღმოვაჩინე ინსტაგრამზე სქროლვის დროს  კომპანია EF. შევისწავლე მისი ისტორია და მრავალწლიანი გამოცდილება, სტუდენტებზე მორგებული სტანდარტები მის სანდოობაზე მიუთითებდა ჩემთვის.


_რა სახის სიახლეებს უნდა ელოდოს ახალგაზრდობა კომპანიისგან ახლო მომავალში?


_ჩვენ გვაქვს სრულიად აკრედიტირებული სკოლა 50 გამორჩეულად საინტერესო ქალაქში, სადაც გვყავს უამრავი სტუდენტი. სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა კამპანიების ჩატარებას ქართველი ახალგაზრდებისთვის, რათა სტუდენტებმა მიიღონ ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლება.


_როგორ უნდა დაგიკავშირდნენ დაინტერესებული პირები?


_პირი, რომელიც დაინტერესდება, უნდა მოგვამრთოს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/Firsteducationgeo/ ან დაგვიკავშირდეს ტელეფონის ნომერზე: 599609411.


_გისურვებთ წარმატებებს!



ავტორი: საინფორმაციო პორტალი "მხარე"

კომენტარები:

ფართი შოპი