ეკავი კორული - ჩემი ყველა ნამუშევარი ან სულით შიშველია ან სხეულით. სიშიშვლე ჩემთვის დაბადებაა

ინტერვიუ 29 Jun 2022 14:39

ინტერვიუ მწერალთან და მხატვართან ეკავი კორულისთან:



- ვინ არის ეკავი კორული? სად გაიარეთ ცხოვრების გზა,როგორ ცხოვრობთ, ცოტა რამ თქვენს შესახებ...


- ჩემი ცხოვრების გზა კი არ გავიარე, არამედ გავირბინე, ამიტომ ნაკლებად მახსოვს პეიზაჟები რასაც თვალებით და ხელებითაც შევეხე. როგორ ვცხოვრობ? ალბათ ნაკლებად არა ადამიანურად.


- თქვენ ხატავთ, გქონდათ პერსონალური გამოფენა. როდის აღმოაჩინეთ ხატვის ნიჭი და რა დახატეთ პირველად?


- ხატვა პატარა ასაკში დავიწყე,როგორც ყველა ბავშვმა, უბრალოდ ეს მოწოდება ჩემში  უფრო დიდი დოზით  იდო, პირველად მოჩვენება დავხატე 4 წლის ვიყავი.


- როგორია თქვენი სამუშაო გარემო?


- ჩემი სამუშაო გარემო ისეთია, როგორიც ჩემი ხასიათი: მრავალფეროვანი, ბნელი, ნათელი, გააჩნია მიმდინარე პროცესს.


- თქვენს ნამუშევრებში დიდი დოზით არის სიშიშვლე.რას ნიშნავს სიშიშვლე თქვენთვის?


- ჩემი ყველა ნამუშევარი ან სულით შიშველია ან სხეულით. სიშიშვლე ჩემთვის დაბადებაა.


ყველაზე ფერადი რა არის სამყაროში?


- ყველაზე ფერადი ყვავილებია.


რა ფერია სამყარო,სიყვარულიიმედი?


- სამყარო მზის ფერია,სიყვარულის ფერი ჯერ არ ვიცი როგორია, ალბათ გურმანულად უფრო ვიტყოდი რომ ალუბლის გემო აქვს.


თქვენი საყვარელი მხატვარი...


- ჩემი საყვარელი მხატვარი სანდრო ბოტიჩელი.


- მხატვრებს უცნაუროებები ახასიათებთ მეტწილად..თქვენი სულიც სავსეა უცნაურობებით?რა გაღიაზიანებთ და რას შეცვლიდით სამყაროში?გაკმაყოფილებთ გარემო?რაზე გაქვთ პროტესტის განცდა?


- არ ვიცი რას შევცვლიდი.ალბათ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. საკითხავია, გარემოს მე თუ ვაკმაყოფილებ?! პროტესტი დაუცველ ბავშვებზე და ცხოველებზე მაქვს,მეტი ყურადღება და სიყვარული უნდა გავიმეტოთ მათთვის.


- ადამიანებმა რა შეიძლება გავაკეთოთ რომ აღარ იყოს ომები?


- პოლემიკა არ უნდა გვქონდეს ერთმანეთში და ომიც არ იქნება.


- დაასრულეთარასოდეს  არის გვიან


- არასოდეს არის გვიან ისწავლოთ ეთიკა.

 

რა გასწავლათ ცხოვრებამ?


- ცხოვრებამ თავად მასწავლა ცხოვრება.


რა განსხვავებაა ცხოვრებასა და არსებობას შორის?


- ცხოვრობ იგულისხმება რომ მთელი შინაარსით არსებობ დედამიწაზე და არსებობ ნიშნავს: როგორც გესმის ისე ცხოვრობ დედამიწაზე.


- თავისუფლება რას ნიშნავს თქვენთვის?


- თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას.


- ღმერთის თქვენეული აღქმა


- მთლიანი სამყაროა ჩემთვის ღმერთი.


- ყველაზე კარგი რჩევა რაც თქვენთვის მოუციათ?


- არ ვღებულობ რჩევებს!ძალიან გროტესკულია.


სად პოულობთ სიმშვიდეს?


- სიმშვიდეს ჩემს თავში,ან შავი შოკოლადი თხილით,სრული ბედნიერებაა.


რას ეტყოდით ახალგაზრდას,რომელიც თავს ცუდად გრძნობს?


- ვერაფერს ვეტყოდი ახალგაზრდას ჩემს შვილსაც კი, სანამ არ ვისაუბრებთ და არ მექნება უფლება "ჩავეტიო" მის სიტყვაში.


- რის სიმბოლო გსურთ გახდეთ?


- არაფრის სიმბოლოდ, ყველაფერი დამტკიცებული და თავის ადგილზეა. სიმბოლოდ ქცევა  მხოლოდ დიდი ადამიანების ტვირთია, მე კიდევ თავად ვარ ტვირთი.


ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?


- წინა ცხოვრებაში მგონი ისევ ენერგია ვიყავი, თუ ვის სხეულში ვიყავი არ ვიცი ,მთავარია ცუდი არ ვყოფილიყავი.

 

- თქვენი საყვარელი წიგნი..


- კნუტ ჰამსუნის-მისტირიები.


- ლიტერატურული პერსონაჟი,რომელიც მოგწონთ?


- ლიტერატურული პერსონაჟი ზარატუსტრა მომწონს, სინქრონი ოდისეაა, რომელიც თავის ითაკის ეძებდა. ითაკი ხომ საკუთარი თავის, ცხოვრების და სარმწუნოების ძიებას ნიშნავს. და ყველა ხომ მეთოდურად იგივეს ვაკეთებთ?!  


- თქვენ ხართ მწერალი..რა სტილი არის თქვენთვის ყველაზე ახლოს..რის თქმას ემსახურება თქვენი სიტყვა მწერლობაში?


- ჩემთან ახლოს დრამაა, არ ვიცი რას ემსახურება ჩემი სიტყვა, ასე არ მიფიქრია.უბრალოდ მინდოდა,ის წიგნი ,ის სიტყვები წამეკითხა ,რაც არ წამიკითხავს.


- დღევანდელ ეპოქაში რა აკლიათ ადამიანებს ყველაზე მეტად?


- დღევანდელ ცხოვრებაში ურთიერთგაგება აკლიათ.  გამჭირვალე გახდა ადამიანებს შორის ურთიერთობა და რაც გამჭირვალეა შეხებაც რთულია.


- სიმბოლურად რას დახატავდით რომ გითხრათ საქართველო დაგეხატათ?


- საქართველოს ჩემი დახატვა არ სჭირდება. იგი ყველა ადამიანისთვის დიდი კადრია, სხვა ქვეყნიდანაც რომ ჩამოდის ტურისტი,როგორც თავისი სხეული,ისე იყვარებს ჩვენს ქვეყანას.


- რას ურჩევდით ქალებს?


- რჩევას არასდროს ვაძლევ ადამიანს, მაგრამ ვუსურვებ სიძლიერეს, სითამამეს და სილამაზეს.


- ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლო?


- ცხოვრების საიდუმლო არის:ყოველი დღე გასცე სიყვარული , გასცე ნამდვილი გრძნობები.


- რამდენი წლის იყავით დედა რომ გახდით?რთულია იყო დედა?


- 23 წლის ვიყავი შვილი რომ მეყოლა, ახალი გრძნობები მქონდა და ახალი სხეულიც, დიდი ბედნიერება,მაგრამ ამავე დროს ძალიან რთულია იყო დედა ,ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ადამიანის გაზრდა არ არის მარტივი,ყველაფერი ისე და ისეთი უნდა მიაწოდო, ხვალ რომ დამოუკიდებელი იქნება,არ იყოს შენს და სხვების ტყვეობაში.


- თქვენ ცხოვრობთ საზღვარგარეთ, რომელ ქვეყანაში? რა პარალელებს გაავლებდით, თქვენი თვალით დანახული უცხოელი დედა -შვილი და ქართული დედა-შვილობა..


- გავიზარდე საბერძნეთში. ერთი მშობელი ბერძენი მყავს. გინდ უცხოეთში, გინდ საქართველოში ყველგან არის კარგი და რთული დედაშვილობა, ასე მარტივად ვერ დავადანაშაულებ ერთ მხარეს და ვერ ავამაღლებ მეორე მხარეს... მაგრამ იმას ვიტყვი რომ ქართველი ძალიან კარგი და მომთმენი ადამიანია, ასე რომ როგორც მშობელიც კარგი და შეგნებული იქნება.


- ყველაზე დიდი ცოდვა


- ყველაზე დიდი ცოდვა განსჯაა ადამიანის.

 

- რაში არ გენანებათ ფულის დახარჯვა?


- ფულის დახარჯვა არ მენანება არაფერში, რაც სიამოვნებას მანიჭებს.


- სული რომ არასდროს დაბერდეს როგორ მოვიქცეთ?


- სული არ ბერდება, ენერგიაა ან კარგი ან ცუდი.


- სამოთხეჯოჯოხეთი.


- ჯოჯოხეთი, რადგან  იქედან უკეთესად ვხედავ ხოლმე სამოთხეს.


როგორ შევიქმნათ პოზიტივი?


- პოზიტივს  ერთი მუსიკის მოსმენაც მიქმნის, ან ჩემს ტოტოსთან, ჩემს ოთხფეხა მეგობართან თამაში და მოფერება.ცხოველები ძალიან მიყვარს, მანქანაში სულ საჭმელი მაქვს უპატრონო ცუგებისთვის.


რას ეტყოდით ადამიანებს?


- ადამიანებს რას ვეტყოდი? რომ უყვარდეთ!ეს ხომ ჩვენ გულს ზრდის,სულს მატებს და ცხოვრებას აღარ ვუყურებთ ქვეშიდან.


_გმადლობთ!


ცნობისთვის:  კორული პირველი ქართველი მწერალია, რომლის სახელი ინგლისის მწერალთა კატალოგშია შესული.



ეკავი კორულის ნამუშავრები:








ავტორი: ლანა ბიბილურიძე

კომენტარები:

ფართი შოპი