"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და" - რას ჰყვება თათა გიორგობიანი პირად ცხოვრებაზე

ყვითელი 04 Oct 2022 23:39

ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის, მაგ­რამ მი­აჩ­ნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სა­მო­მავ­ლოდ პრო­ფე­სია ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით აირ­ჩია, რა­საც დრო და ენერ­გი­აც და­უთ­მო, თუმ­ცა ჰობ­მა თავი ისევ შე­ახ­სე­ნა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპ­ზე, მთა­ვა­რი პრო­ფე­სი­აც არის... ცნო­ბი­ლი ბენ­დის მომ­ღე­რა­ლია და მა­ყუ­რე­ბელ­მა კარ­გა ხა­ნია შე­იყ­ვა­რა.

რო­გო­რია თათა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ეკ­რანს მიღ­მა, ამა­ზე AMBEBI.GE-ს ს თა­ვად უამ­ბობს.


- ზა­ფხულ­მა რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად.. "ღა­მის შოუს" ბენ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონს ეს­ტუმ­რა. ყველ­გან, სა­დაც ჩა­ვე­დით, სრუ­ლი ანშლა­გი იყო. ტყი­ბულ­ში კონ­ცერ­ტზე 17.000 ადა­მი­ან­ზე მეტი მო­ვი­და, თით­ქმის ამ­დე­ნი­ვე - წყალ­ტუ­ბო­ში. გვხვდე­ბოდ­ნენ, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას გვთხოვ­დნენ, სა­ჩუქ­რე­ბი მოჰ­ქონ­დათ, გვე­ხუ­ტე­ბოდ­ნენ. სას­წა­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი იყო... ალ­ბათ ამა­ზე დიდ საქ­მეს ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ვა­ხა­რეთ, რაც მო­ტი­ვა­ცი­ას გვიზ­რდის, რომ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მეტი შე­მარ­თე­ბით და მონ­დო­მე­ბით გა­ვაგ­რძე­ლოთ, ახალ-ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­როთ და ამ ადა­მი­ა­ნებს კვლავ ვეს­ტუმ­როთ.


- ბენდში მუ­შა­ო­ბა რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

- არის მო­მენ­ტე­ბი, როცა რა­ღა­ცას ავ­ტო­მა­ტუ­რად ვა­კე­თებ, იმი­ტომ, რომ ამ­დე­ნი კონ­ცერ­ტი, ამ­დე­ნი მგზავ­რო­ბა, ამ­დე­ნი სცე­ნა, გა­ნა­თე­ბა - რა­ღაც მო­მენ­ტში მე­ქა­ნი­კა­ში გა­და­დის, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვერ აღ­ვიქ­ვამ, აქ მუ­შა­ო­ბით რამ­დე­ნად დიდ ზე­იმ­ში მი­წევს ყოფ­ნა. დღეს თუ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ვართ, ეს დიდი ერ­თობ­ლი­ო­ბის ჯა­მია, - ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტია, რაც ამ პრო­დუქტს ქმნის. იმა­ზეც მი­ფიქ­რია, გავა წლე­ბი და ამ მდგო­მა­რე­ო­ბას მე­ტად და­ვა­ფა­სებ-მეთ­ქი... პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია ის გუნ­დი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სამ­სა­ხურ­ში რო­გო­რი გა­რე­მოა, რა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია. მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ამ ბენ­დის სა­ხით კარ­გი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ისე­ვე რო­გორც „ღა­მის შოუს“ პრო­დი­უ­სე­რის, ზვი­ად ბლი­ა­ძის სა­ხით, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩვე­ნი ახლო მე­გო­ბა­რია... მუ­სი­კა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან გა­ვი­ზარ­დე.



- მა­ნამ­დე სად მღე­რო­დი?

- ბენდში ვმღე­რო­დი, თუმ­ცა ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნას ვერ ვბე­დავ­დი, არა­ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. თით­ქოს სა­კუ­თარ თავ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭვი მე­პა­რე­ბო­და, მაგ­რამ გელა გნო­ლი­ძემ გა­მა­ბედ­ვი­ნა და ყვე­ლა­ნა­ი­რად, სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მა­ნე­რი­თაც ძა­ლი­ან დამ­ხვე­წა. რომ არ ავეყ­ვა­ნე, ჩე­მით მის ბენდში არას­დროს მი­ვი­დო­დი. ის ჩემი წინა ბენ­დის ერთ-ერთ კერ­ძო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სტუმ­რად იყო მო­სუ­ლი, სა­დაც მნა­ხა, მო­მის­მი­ნა და გუნდში მი­მიწ­ვია...

- შენ და ბაბი ერ­თად კარგ დუ­ეტს ქმნით...

- მე და ბაბი მე­გობ­რე­ბი ვართ, მე­ო­თხე წე­ლია, ერ­თად ვმუ­შა­ობთ და შე­უძ­ლე­ბე­ლია, სხვა­ნა­ი­რად ყო­ფი­ლი­ყო. ორი­ვე ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი ვართ, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ სხვა­დას­ხვა რეკ­ლა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ქა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბის მხრი­ვაც ერ­თმა­ნეთს გვერ­დით ვუდ­გა­ვართ. ვართ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და კო­ლე­გე­ბი...


- მოკ­ლედ, სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდი...

- მა­ნამ­დე ბევრ პრო­ფე­სი­ა­ში გა­მოვ­ცა­დე თავი. ზო­გან გა­მო­მი­ვი­და, ზო­გან - არა. "ილი­ა­უ­ნი­ში" ბა­კა­ლავ­რის კურ­სი ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კუ­თხით და­ვამ­თავ­რე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობ­დი.

- თუ ბავ­შვო­ბი­დან მღე­რო­დი, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი კუ­თხით რა­ტომ არ გა­ნაგ­რძე?

- მუ­სი­კა ჩემ­თვის ჰობი იყო, მის­თვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ მი­მი­ნი­ჭე­ბია. აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას სხვა­დას­ხვა სა­განს მონ­დო­მე­ბით ვსწავ­ლობ­დი და მუ­სი­კა გვერ­დით გა­დავ­დე, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, გა­ნათ­ლე­ბა სხვა კუ­თხით მი­მე­ღო. "ილი­ა­უ­ნი­ში“ ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, რა თქმა უნდა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ვერ­თო­ბო­დი, ბენდში ვმღე­რო­დი და უკვე და­მა­ტე­ბით პრო­ფე­სი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და.

- რო­გორც გა­ვი­გე, მა­გის­ტრა­ტუ­რას ფსი­ქო­ლო­გი­ის კუ­თხით გა­დი­ხარ, ე.ი. ეს დარ­გი გა­ინ­ტე­რე­სებს...

- მა­ინ­ტე­რე­სებს კი არა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი გან­ცდა მაქვს, რომ ამ სფე­რო­ში ვარ მთლი­ა­ნად და ეს ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის ჩემ­ში იყო... პა­ტა­რა­ო­ბი­დან მე­გობ­რე­ბიც რჩე­ვებს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, სირ­თუ­ლე­ე­ბი მეც მხვდე­ბო­და. პი­რად მა­გა­ლით­ზეც ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ახლა იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის საკ­მა­ოდ მად­ლი­ე­რი ვარ, ის რომ არ გა­მევ­ლო, რა­ღა­ცებს ვერ და­ვუ­ფიქ­რდე­ბო­დი, ამ დაკ­ვირ­ვე­ბის უნარს ვერ შე­ვი­ძენ­დი და გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ­დი.





- ადა­მი­ან­ში, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი, პირ­ველ რიგ­ში რას აკ­ვირ­დე­ბი და ამის მი­ხედ­ვით, რა დას­კვნებს აკე­თებ?

- ადა­მი­ანს რომ ვუ­ყუ­რებ, მის­გან და­დე­ბი­თი აურა უნდა მო­დი­ო­დეს. შე­იძ­ლე­ბა არ იყოს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მსი­ა­მოვ­ნებს, ე.ი. მას­ში არის სი­კე­თე, რა­საც ვგრძნობ კი­დეც. რა­ღა­ცებს კი­დევ სხე­უ­ლის ენით ვხვდე­ბი. არის გარ­კვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რის მი­ხედ­ვი­თაც ადა­მი­ა­ნი მარ­ტი­ვად იშიფ­რე­ბა. თუმ­ცა მა­ინც გა­მოვ­ყოფ­დი რამ­დე­ნი­მე თვი­სე­ბას, - ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს პი­როვ­ნუ­ლი ზრდის­კენ, ეს პრო­ცე­სი არას­დროს უნდა შე­წყვი­ტოს. მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დე­ბი უნდა ვი­ყოთ. სამი შვი­ლის დე­დამ მომ­წე­რა, - თათა, შენი გავ­ლე­ნით (ხან­და­ხან სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში მსუ­ბუ­ქად რა­ღა­ცებს ვწერ ხოლ­მე) ფსი­ქო­ლო­გი­ით და­ვინ­ტე­რეს­დი, სამი შვი­ლი მყავს, ახლა ვა­ბა­რებ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზეო. გა­მი­ხარ­და, რომ გან­ვი­თა­რე­ბა არ შე­წყვი­ტა. ამას­თან, ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა უნდა ჰქონ­დეს და ოპ­ტი­მის­ტი უნდა იყოს. რო­გო­რი სირ­თუ­ლეც არ უნდა შეხ­ვდეს, ზედ­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლად არ შე­ხე­დოს. იმე­დი უნდა ჰქონ­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.


- ცეკ­ვა­საც დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში...

- ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე ბავ­შვო­ბა­ში დავ­დი­ო­დი, აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას ვე­ღარ გავ­ყე­ვი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჰიფ- ჰოფ­ზე მი­ვე­დი, რად­გან ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რო­დე­საც ვცეკ­ვავ, ისე­თი გან­წყო­ბა მაქვს, რომ მთე­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გია ჩემ­გან გა­მო­დის. ესეც ერ­თგვა­რი თე­რა­პი­აა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში, ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა, ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია.

- ვფიქ­რობ, ხატ­ვაც გან­ტვირ­თვაა შენ­თვის...

- კი, გან­ტვირ­თვის ერ­თგვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. თა­ვი­დან ნა­ხა­ტებ­ში ტკი­ვი­ლი გად­მომ­ქონ­და, სა­ში­ნე­ლე­ბებს ვხა­ტავ­დი. ის ყვე­ლა­ფე­რი გა­რეთ რომ გა­მო­ვი­ტა­ნე, მივ­ხვდი, რომ ჩემ­გან ნე­გა­ტი­ვი წა­ვი­და და ნა­მუ­შევ­რებ­ში ბედ­ნი­ე­რი ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა და­ვი­წყე. მინ­და, რომ სამ­ყა­რო ასე­თი იყოს. ეს ხომ ასეც არის - თვი­თონ ვქმნით ჩვენს რე­ა­ლო­ბას. მეც­ნი­ე­რე­ბა ამ­ბობს, რომ ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არ არ­სე­ბობს. ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც ჩვენს ტვინ­ში, აღ­ქმა­ში შე­მო­დის, ჩვენს სუ­ბი­ექ­ტურ ფილტრებს გა­დის. ამი­ტომ რე­ა­ლო­ბას სუ­ბი­ექ­ტუ­რად ვუ­ყუ­რებთ. მოკ­ლედ, ნე­ბის­მი­ე­რის­თვის სამ­ყა­რო ისე­თია, რო­გორ­საც ხე­დავს, რო­გო­რის და­სა­ნა­ხა­დაც მზად არის.





- ბედ­ნი­ერ ემო­ცი­ებს გა­მოვ­ხა­ტავ ნა­ხა­ტებ­შიო. რა გა­ხა­რებს?

- მა­ხა­რებს სხვი­სი სი­ხა­რუ­ლი. ვფიქ­რობ, ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა ბო­რო­ტი და ცუდს არა­ფერს გა­ა­კე­თებს. ამი­ტომ, მინ­და ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი იყოს, რომ ბო­რო­ტე­ბამ აღარ იარ­სე­ბოს... სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ ჩვენს ნაც­ნობს თუ უც­ნობს შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი აქვს. ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბი დამ­ღუპ­ვე­ლია. თუ არ გა­ი­აზ­რე, სა­ი­დან მოგ­დის ეს აგ­რე­სია, ბრა­ზი, შური და ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ არ და­ა­მუ­შა­ვე, ვი­ღა­ცის მი­მართ პრო­ტეს­ტი სულ გექ­ნე­ბა და ხელს სხვის­კენ გა­იშ­ვერ. ამ დროს ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბის გზა ჩვენ­შია.

- შენ რაზე ბრაზ­დე­ბი?

- უსა­მარ­თლო­ბა­ზე. მა­ინც ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რომ არ გავ­ბრაზ­დე. რამ­დე­ნად გა­მოვ­ხა­ტავ ამ ბრაზს და რას ვა­კე­თებ იმ დროს, ეს სხვა სა­კი­თხია... უმე­ტე­სად არ გა­მოვ­ხა­ტავ, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ ბრა­ზი მაქვს. თუმ­ცა ეს კარ­გი მო­ტი­ვა­ცი­აც შე­იძ­ლე­ბა იყოს. სა­ერ­თოდ ნე­ბის­მი­ე­რი ემო­ცია ორ­ნა­ი­რად შეგ­ვიძ­ლია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად და დესტრუქ­ცი­უ­ლად. მთა­ვა­რია, თავი არ გა­ვა­ი­გი­ვოთ ჩვენს ემო­ცი­ას­თან. აღ­ვიქ­ვათ, რომ მე ეს ემო­ცია კი არ ვარ, ამას გან­ვიც­დი, ამი­ტომ ამას უფ­ლე­ბას არ მივ­ცემ სი­სუ­ლე­ლე გა­მა­კე­თე­ბი­ნოს.

- პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა პი­რა­დია... რა დო­ზით ახე­დებ იქ ადა­მი­ა­ნებს...

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ერ­თად კარ­გად ვი­ყა­ვით. მერე ვხე­დავ­დი, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი ცალ­მხრი­ვად გვარ­დე­ბო­და... ზო­გა­დად სიყ­ვა­რუ­ლი ორ­მხრი­ვი უნდა იყოს, სიყ­ვა­რუ­ლით ადა­მი­ა­ნი უნდა გა­ი­ზარ­დოს. რო­დე­საც წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მხარს ვერ უბამს, ერთი ჩა­მო­ე­კი­დე­ბა და უკან ქა­ჩავს, უკვე ცუ­დია... სა­ერ­თო ტემ­პი ვერ ვი­პო­ვეთ და და­ვი­შა­ლეთ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღეთ. ცუდ ურ­თი­ერ­თო­ბას ჯო­ბია, მარ­ტო იყო. არ არის რთუ­ლი, როცა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხო­ლოდ შენი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან არ იღებ და გა­აზ­რე­ბუ­ლი გაქვს.





- სცე­ნა­ზე დგა­ხარ, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გყავს... რო­გო­რია შენი ემო­ცი­ე­ბი და რე­აქ­ცი­ე­ბი ამ დროს?

- ყუ­რა­დღე­ბა ზრდი­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, კულ­ტუ­რულ ნორ­მებ­ში, ალ­ბათ ყვე­ლა გო­გოს სი­ა­მოვ­ნებს. პი­რი­ქით, ვწუხ­დე­ბი ხოლ­მე, რო­დე­საც ჩემ მი­მართ ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას იჩე­ნენ და სა­ჩუქ­რებს მიგ­ზავ­ნი­ან. ვცდი­ლობ, უკან და­ვუბ­რუ­ნო, რად­გა­ნაც თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვგრძნობ და ვე­უბ­ნე­ბი, - ჩათ­ვა­ლე, რომ მა­ჩუ­ქე... ზოგი სა­ჩუ­ქარს იბ­რუ­ნებს, ზოგი - არა... ისე სა­ჩუქ­რის გა­ცე­მა უფრო მიყ­ვარს, ვიდ­რე მი­ღე­ბა.

- ყვე­ლა­ნა­ირ ემო­ცი­ა­ზე ვი­სა­უბ­რეთ და სიმ­ღე­რის დროს რას გა­ნიც­დი?

- სა­ოც­რე­ბაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს თავ­ლებ­ში უყუ­რებ. მერე ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ამ­დენ ადა­მი­ანს რომ ვა­ხა­რებ და სა­კუ­თა­რი თა­ვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნე­ბის გან­ცდა მო­დის, ოღონდ, ამ­პარ­ტავ­ნე­ბის გა­გე­ბით არა. ხვდე­ბი, რომ ჩემს სი­ცო­ცხლეს აზრი ჰქო­ნია. მა­ყუ­რე­ბელ­სა და შენ შო­რის სა­ერ­თო ჯაჭ­ვი იკვრე­ბა. ენერ­გი­ა­თა გაც­ვლა ხდე­ბა. ვინც სცე­ნა­ზე დგას, ენერ­გე­ტი­კუ­ლი დო­ნო­რია. ვინც არ არის, ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბა კარ­გი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი. თუ პუბ­ლი­კას და­დე­ბი­თი ენერ­გია არ მი­ა­წო­დე, არა­ფე­რი გა­მო­ვა... ასე რომ, ბევ­რი და­დე­ბი­თი ენერ­გია უნდა გავ­ცეთ...


წყარო: ამბები.ჯი



კომენტარები:

ფართი შოპი