რა განასხვავებს iPhone XS-ს iPhone 12-სგან?

Apple ისევ და ისევ განაგრძობს პროდუქტების გაუმჯობესებას და ყოველწლიურად უახლეს მოწყობილობებს სთავაზობს თავის ერთგულ თუ ახალ მომხმარებლებს. Apple-ის პროდუქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ელვისებური სისწრაფით იყიდება.


2018 წელს სამყარომ iPhone-ის მეთორმეტე თაობის სერია გაიცნო, რომელიც 3 მოდელს აერთიანებდა:


iPhone XS

iPhone XS Max

iPhone XR


მათ შორის კი, მომხმარებლების განსაკუთრებული სიყვარული სწრაფად დაიმსახურა მოდელმა - iPhone XS, რომელიც გაყიდვაში ოფიციალურად 2018 წლის 21 სექტემბრიდან ჩაეშვა.


iPhone XS გამორჩეულია ორმაგი SIM ბარათის მხარდაჭერით, ასევე, სტერეო აუდიო გადაღების ფუნქციით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოდელში გაუმჯობესებულია წყლის მიმართ რეზისტენტობა.


iPhone XS 3 ფერშია წარმოდგენილი, ესენია:


ოქროსფერი

კოსმოსური ნაცრისფერი

ვერცხლისფერი


iPhone XS-ის გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ, Apple-მა გამოუშვა iPhone-ის მეთოთხმეტე თაობის მოდელები:


iPhone 12 Mini

iPhone 12PRO

iPhone 12PRO MAX


რა გაუმჯობესდა ამ მოდელებში?


iPhone 12-ის ეკრანი სპეციალური Ceramic Shield-ით არის დაფარული. ეს უკანასკნელი მას მეტ გამლეობას ანიჭებს გარეგანი დაზიანებებისგან დასაცავად. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ iPhone 12-ის საფარი 4-ჯერ უფრო მყარია, ვიდრე მისი წინამორბედების. მაგალითისთვის, თუ iPhone 11 2 მეტრამდე წყალში ჩავარდნისას 30 წუთის მანძილზე არ დაზიანდებოდა, iPhone 12 წნეხს 2-ის ნაცვლად 6 მეტრის სიღრმეზეც გაუძლებს.


iPhone 12 6.1” დიუმიანი OLED ეკრანითაა აღჭურვილი, ამასთან 5G ინტერნეტის უკეთესი მხარდაჭერაც აქვს და რაც მთავარია, მასში ჩაყენებულია კიდევ უფრო მაღალი წარმადობის პროცესორი.


iPhone 12 წარმოდგენილია შემდეგ ფერებში:


ლურჯი

წითელი

შავი

იასამნისფერი

თეთრი

მწვანე


თუ გსურთ, გაიგოთ უფრო მეტი ან შეიძინოთ Apple-ის პროდუქტები, მათ შორის iPhone 12 და iPhone XS, ესტუმრეთ საიტს:www.onoff.geაქ შეძლებთ იყიდოთ როგორც ახალი, ისე მეორადი მობილურები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები.


(R)



კომენტარები:

ფართი შოპი