"თუ ქვეყნის ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, მამაცურად უნდა გაუძლო ომსაც, წამებასაც და ციხესაც. თუ ლიდერობა გინდა, ფასი ამისთვის გაცილებით დიდია, სააკაშვილის ქცევა კი, რომ ვერ ძლებს ციხეში, ახლა ვივამედში, ლიდერის ქცევა არ არის" - თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე

23 Dec 2022 04:23

"თუ ქვეყნის ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, მამაცურად უნდა გაუძლო ომსაც, წამებასაც და ციხესაც. თუ ლიდერობა გინდა, ფასი ამისთვის გაცილებით დიდია."-  წერს "თავისუფალი უნივერსიტეტის" რექტორის მოადგილე, ნათია სამუშია "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე. 



სააკაშვილის ქცევა კი, რომ ვერ ძლებს ციხეში, ახლა ვივამედში, ლიდერის ქცევა არ არის. 


როდესაც ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, დაუშვებელია ასე ქცევა და როგორ შეიძლება, რომ ციხეში ღირსეულად ვერ გაძლო, ისე რომ აფრქვევდე სიძლიერესა და სიმშვიდეს. სასამართლო სხდომებს კი იყენებდე გასაოცარი და გულწრფელი სფიჩების შენი ხალხისათვის (ვისი ლიდერობაც გსურს) დაუღალავად სათქმელად. 


ვისაც ეს მარტივი ლოგიკა არ ესმის, არ ვიცი რა უნდა ველაპარაკო ამ საკითხზე. დავასაც არ ექნება აზრი. სააკაშვილის სიკვდილის მოსურნედ შემრაცხავენ, ალბათ. ვაი, ვაი. 


თუმცა, რაც არ უნდა მლანძღონ, სიმართლის თქმასაც თავის ფასი აქვს."- წერს სამუშია. 





კომენტარები:

ფართი შოპი