"ვამაყობ იმ ნახატებით, ადრე რომ ვხატავდი"... - ფრიდონ ნიჟარაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

ფრიდონ ნიჟარაძე არის მხატვარი და გახლავთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხრიდან:


მაღიზიანებს - არაფერი;

ვგრძნობ -  შუქს;

მეშინია - ღამის;

ვიცი - ეზოში მდგარი ხე;

არ ვიცი - ხემ რომ ფოთლები ჩამოყარა;

შემიძლია - უკვე არაფერი;

ვმეგობრობ - თითქმის არავისთან;

ვაპატიებ - ყველაფერს;

ვტირი - არაფერზე;

ვიცინი - იშვიათად ყველაფერზე;

ვეძებ - არაფერს ვეძებ, ყველაფერი ახლოშია;

ღირსი ვარ - აღარაფრის;

ვჩხუბობ - არაფერზე არ მიჩხუბია;

ვკარგავ - ტვინს;

მშურს - ნახატების;

ვემალები - არაფერს;

ვემტერები - არაფერს;

მაინტერესებს - ხატვა;

არ მაინტერესებს - ყველაფერი ხატვის გარდა;

მახსოვს - გულმავიწყი გავხდი;

მრცხვენია - არაფრის;

უარვყოფ - არაფერს;

ვავადმყოფობ - ძალიან ხშირად;

ვმალავ - სირცხვილს;

ვინახავ - ხშირად ფურცელში ფურცელს;

მწამს სიკვდილ-სიცოცხლის;

მიკვირს - სიცოცხლე და სიკვდილი;

მიხარია - სიხარული;

ვჭორაობ - არ ვჭორაობ;

ვდარდობ - არ ვდარდობ;

ვამაყობ - იმ ნახატებით, ადრე რომ ვხატავდი;

ვაკეთებ - თითქმის არაფერს;

ვეფერები - ფისოს და ძაღლს ვეფერებოდი, ახლა არფერს;

მსიამოვნებს - ყავა;

მესიზმრება - იშვიათად;

ვეხმარები - რძალს სარეცხის გაფენაში;

ვეწევი - გადავაგდე სიგარეტი, აღარ ვეწევი;

მწყინს - ავადმყოფობა;

ვხარჯავ - წამწამებს;

ვღალატობ - საკუთარ თავს სიზმარში;

ვკამათობ - თითქმის არაფერზე;

ვუხეშობ - იშვიათად;

ვუსმენ - ტელევიზორს, მაგრამ უკვე იშვიათად;

ვყოყმანობ - ტელევიზორის ყურებაზე;

ვკითხულობ - საინტერესო წიგნებს;

ვამზადებ - ეზოში საწოლს, თუ მზეა;

ვუყურებ - გამოშტერებული ვარ;

ვკლავ - არფერს;

ვაფუჭებ - დაუსრულებელ ნახატს;

ვცხოვრობ - უშგულში;

ვცემ - პატივს უფროსებს;

ვყვირი - არასდროს;

ვმღერი - იშვიათად;

ვასრულებ - ნახატს, მიყვარს დასრულებული ნახატი;

დავდივარ - სოფლიდან არსად;

ვმკურნალობ - ავადმყოფობაზე;

ვერიდები - ხშირად ტურისტებს;

ვთამაშობ - არაფერს;

ვიტყუები - არაფერზე;

ვეთაყვანები - კარგ ნახატებს;

ვგიჟდები – ჯერ არ გავგიჟებულვარ;

მიყვარს - ბავშვობაში თოვლის მოსვლა მიყვარდა;

ვოცნებობ - ბავშვობის თოვლზე;

ვფიქრობ - კონკრეტულად არაფერზე;

მძულს - არაფერი;

ვნანობ - უბრალოდ გაფლანგულ დროს;

კმაყოფილი ვარ - თითქმის არაფრით;

მენატრება - ტყუილად გაფლანგული  დრო;

მსურს - ეს დრო;

ვაგროვებ - ხან რას, ხან რას. მაგალითად, ფერად ქვებს:

ვიხდი -  ფულთან მუშაობა მძულს;

ვეჭვიანობ - არ ვარ ეჭვიანი;

ვკაიფობ“ - ქვებზე;

ვიზიდავ - ბუნების წიაღში არსებულ ქვებს;

ვალამაზებ - ვერაფერსაც ვერ ვალამაზებ;

 

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

 

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი